retour Page d'accueil

retour menu

დაბრუნება პირველ გვერდზე  დაბრუნება ქართულ მენიუზე

 

APPEL AUX DONS

En vue de la  publication d’un recueil commémorant la mémoire des membres de l'Assemblée  Constituante de la 1er République de Géorgie

ინიციატივა - საქართველოს დამფუძნებელი კრების სამახსოვრო კრებულის გამოცემისათვის

 

 

Association « Laboratoire de recherche sur le passé soviétique  -SOVLAB  "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია"

------------------------------------------------------------------------------------------------------------

 APPEL AUX DONS

En vue de la  publication d’un recueil commémorant la mémoire des membres de l'Assemblée  Constituante de la 1er République de Géorgie

En 2014, l’Association «Laboratoire de recherche sur le passé soviétique» (SOVLAB) a réalisé un travail de documentation le plus exhaustif possible  en prévision de la rédaction de la biographie des145 députés de l’Assemblé Constituante de la 1er République démocratique de Géorgie.

Cette recherche est d’autant plus importante qu’elle intéresse l’ensemble des députés et non pas seulement les 15 ou 20 députés, personnalités publiques bien connues, qui ont déjà fait l’objet de recherche dans le passé. Il semble qu’il n’existe  pas de liste exacte et confirmée des membres fondateurs de l’Assemblée.

  La grande majorité des membres de l'Assemblée constituante a été victime de répression politique, fusillés, morts dans les prisons ou dans les camps, ou condamnés à l’exil. Les survivants, restés en Géorgie, ont été arrêtés au moins une fois au cours de leurs vies.

 C’est ce travail de recherche de l’équipe de SOVLAB qui l’a décidé à faire paraître les biographies de ces hommes afin de restituer l’histoire des membres de l’Assemblée constituante de la première République de Géorgie et de montrer comment cette histoire a été détruite. Il semble qu’il y ai eu un projet de ce type dans les années 1918 -1921, sans suite en raison probablement de l’occupation soviétique, laissant les noms et les visages des membres fondateurs de la république géorgienne inconnus.

SOVLAB estime qu'il est important de faire savoir que dans les années 1918-1921 en Géorgie nous avions une société solidaire et militante, porteuse des valeurs modernes, humanistes et démocratiques ; que nous avions des partis politiques sains et concurrents ; des citoyens consciencieux qui étaient en mesure d'établir une république démocratique, de mener des élections modernes et démocratiques où les femmes avaient acquis le droit de vote et ont pu participer à la vie politique (bien avant certains pays européens); de former un gouvernement représentatif de la société toute entière tant sur le plan politique (tous les partis avaient une représentation), ethnique que social . L'Assemblée constituante a voté le 21 février 1921, une Constitution moderne et progressiste tout en combattant les troupes d’occupation bolcheviques, car c’était 4 jours avant l'évacuation de Tbilissi. Cette Constitution fût reprise lors de la restauration de l’Indépendance  de la Géorgie en 1991, et maintenue jusqu'en 1995, date à laquelle elle a été modifiée.

Aujourd'hui, notre société est confrontée à de nombreux défis; Des forces  sont intéressées à  remettre sans cesse, en question notre souveraineté, notre expérience politique et notre tradition démocratique. Nous pensons que la publication de ce recueil commémoratif est très important d’une part pour rendre hommages aux membres de l’Assemblée en mettant en lumière leur travail acharné et leurs efforts obstinés pour le développement du pays. Et, d'autre part, leurs biographies mettraient la précision dans les sujets qui restent à éclairer pour nous et pour les générations à venir.

Les ouvrages seront distribués dans les bibliothèques, offerts aux descendants de membres fondateurs de l’Assemblée. Les exemplaires restants seront vendus à  prix symbolique au profit des futures projets de SOVLAB.

 ---------------------------------------------------------------

Le coût estimé pour la publication de qualité de ce recueil commémoratif est de 10 000 laris pour 1 000 exemplaires.

Le SOVLAB ne possède pas de propres fonds pour financer cette publication. C’est pourquoi, au mois de novembre, nous avons lancé une campagne publique à travers les réseaux sociaux pour recueillir la somme nécessaire à la publication.  L’appel a été entendu : les simples citoyens ont fait des dons afin de financer le projet, et 7.000 laris ont déjà été collectés. Mais ce n’est pas suffisant.

Aidez nous transmettre aux générations suivantes la mémoire des mères et des pères fondateurs de la 1er République démocratique de Géorgie.

 Faites un don !

Nous y sommes presque …. Et comptons sur votre générosité pour réunir les 1070 € qui nous permettraient de mener à bien notre projet

 

Les noms des personnes et/ou d’organisations donateurs figureront dans l’ouvrage.

Laboratoire de la recherche sur le passé soviétique SOVLAB

Motif d’opération: publication de recueil commémoratif

Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany, SWIFT, COBADEFF

Account with Institution: Bank of Georgia

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: NNJP SOVIET PAST RESEARCH LABORATORY

Account: GE94BG0000000624485700

 

ინიციატივა - საქართველოს დამფუძნებელი კრების სამახსოვრო კრებულის გამოცემისათვის

 2014 წელს "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" (SOVLAB) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატების ბიოგრაფიების დამუშავების მიზნით მასშტაბური კვლევა განახორციელა, რომელიც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  დამფუძნებელი კრების 145 დეპუტატის შესახებ საბაზისო  ინფორმაციის დამუშავებას ითვალისწინებდა.

 აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ გარდა 15-20 დეპუტატისა, რომლებიც ძალიან ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწეები (მეცნიერები, ხელოვნების მოღვაწეები, და ..) იყვნენ, დანარჩენ დეპუტატებზე ფაქტობრივად არანაირი ცნობა არ იყო ხელმისაწვდომი; მეტიც, დამფუძნებლების დაზუსტებული სიაც კი არ იყო ცნობილი.

 დამფუძნებელი კრების უმრავლესობას პოლიტიკური რეპრესიები შეეხო, მესამედი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს და ციხეებში და კოლონიებში დაიღუპა.   ნაწილი გარდაიცვალა პოლიტიკურ ემიგრაციაში; საქართველოში ცოცხლად დარჩენილი ნაწილი როგორც წესი, ერთხელ მაინც იყო დაპატიმრებული. ეს არის მარტივი ლუსტრაცია იმისა, თუ რამ და როგორ გაანადგურა მეხსიერება პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრების შესახებ.

კვლევის პროცესშივე SOVLAB გუნდმა მიზნად დაისახა ბიოგრაფიების კრებულის გამოცემა; ასეთი კრებულის დაბეჭდვა 1918-1921 წლებშიც იყო განზრახული, თუმცა მიზეზთა გამო არ მოხერხდა (სავარაუდოდ, არ მოესწრო საბჭოთა ოკუპაციის გამო) და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების სახელები და სახეები დღემდე უცნობი რჩება ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქეებისათვის. SOVLAB მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 1918-1921 წლებში არსებობდა დღევანდელი გადასახედიდანაც კი თანამედროვე, ჰუმანური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე, სოლიდარული და მობილიზებული საზოგადოება; ჯანსაღი პარტიები და კონკურენცია, აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც შეძლეს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება. მათ ჩაატარეს თანამედროვე და დემოკრატიული არჩევნები, სადაც ქალებსაც ქონდათ აქტიური და პასიური საარჩევნო  უფლება (ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ადრე); ჩამოაყალიბეს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იყო სრულფასოვანი წარმომადგენლობა იმდროინდელი საზოგადოებისა - პარტიული და იდეოლოგიური, სოციალური და ეთნიკური შემადგენლობით. არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ, რომელიც ფაქტიურად ფრონტის ხაზზე იდგა, 1921 წელს შეძლო და 21 თებერვალს, თბილიდან ევაკუაციამდე  4 დღით ადრე დაამტკიცა ასევე იმ პერიოდისთვის თანამედროვე და მოწინავე კონსტიტუცია, რომელსაც იურდიულად 1995 წლამდე მოქმედება არ შეუწყვეტია.  

დღეს ჩვენი საზოგადოება დგას მრავალი გამოწვევის წინაშე; დაინტერესებული ძალები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს პოლიტიკურ, სუვერენულ გამოცდილებას და დემოკრატიულ ტრადიციას. მიგვაჩნია, რომ ბიოგრაფიების კრებულის გამოცემა, რომელიც კონკრეტული ადამიანების მაგალითზე აჩვენებს ქვეყნის განვითარებისათვის თავდადებულ შრომას და ძალისხმევას, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ამ ადამიანების ხსოვნის პატივისცემის გამო (რომლებმაც იბრძოლეს და შექმნეს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა) და მეორე მხრივ, მათი ბიოგრაფიები ბევრ ისეთ საკითხში შეიტანს სიცხადეს, რაც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე.

 სამახსოვრო კრებულის ალბომის გამოსაცემი სახსრები SOVLAB არ გააჩნია. კრებულის გამოსაცემად თანხების აკუმულირების მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბერში სოციალური ქსელის მეშვეობით წამოვიწყეთ სამოქალაქო კამპანია. საქართველოს მოქალაქეები აგროვებენ შემოწირულობებს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების ბიოგრაფიების სამახსოვრო ალბომის გამოსაცემად.

შემომწირველი კერძო პირებისა და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია წიგნს თან დაერთვება. მემორიალური გამოცემა უპირველესად, ბიბლიოთეკებში დარიგდება, ასევე გადაეცემათ დამფუძნებელი კრების წევრების შთამომავლებს. დარჩენილი რაოდენობა კი გაიყიდება სიმბოლურ ფასად. შემოსული თანხა SOVLAB სამომავლო გეგმებს მომხარდება.

ხარისხიანი წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხა წინასწარი, არაზუსტი გაანგარიშებით 10 000 ლარს შეადგენს 1000 ეგზემპლიარისთვის. ამ ეტაპზე მოქალაქეების მიერ შეგროვილია 7000 ლარი.

შევძლებთ მომავალ თაობებს გადავცეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი დედებისა და მამების შესახებ ხსოვნა?

 საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საქართველოს ბანკი / ანგარიშის # : 
GE78BG0000000495572600 
დანიშნულება: მემორიალური გამოცემისთვის 

საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის შემთხვევაში

მიმღები საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია / დანიშნულება: მემორიალური გამოცემა

 

 

 

 

 

 

Retour début